07 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
თურქი სამხედროები გერმანიაში თავშესაფარს ითხოვენ

თურქი სამხედროები გერმანიაში თავშესაფარს ითხოვენ. გერმანული მედიის ინფორმაციით, 40-მდე თურქმა ჯარისკაცმა, რომლებიც გერმანიაში მდებარე ნატოს ბაზებზე მსახურობენ, ოფიციალურ ბერლინს პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების თხოვნით მიმართა.

შპიგელის ცნობით, სამხედროებმა განაცხადეს, რომ საკუთარი პოზიციები უკვე დატოვეს და განმარტეს, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თურქეთში არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ შეიარაღებულ დაწესებულებებში დაწყებულ საკადრო წმენდაში მოჰყვნენ. ისინი აცხადებენ, რომ ამბოხთან არავითარი კავშირი არ აქვთ.

თავშესაფარის მინიჭების თხოვნით გერმანიას არშემდგარი გადატრიალების შემდეგ 2016 წლის ნოემბერში რამშტაინის სამხედრო ბაზაზე დისლოცირებულმა თურქმა სამხედროებმაც მიმართეს. შპიგელის ინფორმაციით, მათი მოთხოვნა ამ დრომდე განხილვის სტადიაშია.

დღის ამბები