07 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ახალი თაობის გამანადგურებელი გადაეცემა

რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ახალი თაობის გამანადგურებელი გადაეცემა. საუბარია მიგ 35-ზე, რომლის პრეზენტაციაც მოსკოვში გაიმართა.

ღონისძიებას რუსეთის სამხედრო უწყების წარმომადგენლები და 30 ქვეყნის დელეგაცია დაესწრო. პრეზენტაციაზე შეკრებილებისთვის პილოტებმა საჩვენებელი ფრენაც მოაწყვეს.

კონსტრუქტორების განმარტებით, მთავარი მახასიათებელი უსაფრთხოების სისტემაა, რომელიც სამხედრო პილოტებს მისიის შესრულების საშუალებას დაბალ სიმაღლეზე და ცუდი ხილვადობის პირობებშიც აძლევს. მას ერთდროულად 30-მდე სამიზნეზე თვალთვალი და 10-ის განადგურება შეუძლია.

სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, უახლოეს მომავალში მსუბუქი საბრძოლო ავიაციის პარკს სწორედ მიგ 35-ებით ჩაანაცვლებენ. 

დღის ამბები