07 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის პრემიერი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა

ტერეზა მეი ამერიკიდან თურქეთში გემგზავრა. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა პირველი შეხვედრა რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან გამართა.

ლიდერების მოლაპარაკების მთავარი თემები გლობალური უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები გახდა.

ტერეზა მეიმ თურქეთის პრეზიდენტთან ახალი სავაჭრო შეთანხმება განიხილა, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ უნდა გაფორმდეს.

სავაჭრო კავშირებზე ტერეზა მეიმ დონალდ ტრამპთანაც ისაუბრა. ანკარაში ბრიტანეთის პრემიერი სწორედ ვაშინგტონიდან ჩავიდა. შეხვედრისას მან დიდი დრო დაუთმო რუსეთის საკითხს და აღნიშნა, რომ მოსკოვისთვის დაკისრებული სანქციების მოხსნის წინააღმდეგია. პოზიცია დონალდ ტრამპმაც გაიზიარა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები