07 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
ევროპა რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნის წინააღმდეგია

სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები არ უხსენებიათ, თუმცა ეს საკითხი შეერთებული შტატების პრეზიდენტთან სხვა ლიდერებმა წამოწიეს. რუსი კოლეგის გარდა, ტრამპი ტელეფონით გერმანიის, საფრანგეთის, იაპონიისა და ავსტრალიის ლიდერებს ესაუბრა და ივლისში ჰამბურგში დიდი ოცეულის სამიტში მონაწილეობასაც დათანხმდა.

ფრანსუა ოლანდმა ამერიკელ კოლეგას უთხრა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა მხოლოდ მინსკის შეთანხმების სრულად შესრულების შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური განცხადება პარიზში, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელების შეხვედრის დროს გაკეთდა.

"სანქციებთან დაკავშირებით, გერმანიას და საფრანგეთს ერთიანი პოზიცია გვაქვს. მათი შემსუბუქების ან მოხსნის მთავარი კრიტერიუმი მინსკის სამშვიდობო პროცესში მიღწეული პროგრესი უნდა გახდეს. მიგვაჩნია, რომ სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი," - აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები