07 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
"ეს აკრძალვა არ ეხებათ მუსლიმებს" - დონალდ ტრამპი მისი განკარგულების კრიტიკას პასუხობს

ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის ნაწილის მოქმედება შეაჩერა.

მოსამართლემ უცხოელების, რომლებსაც შეერთებული შტატების მოქმედი ვიზა აქვთ და უკვე ჩავიდნენ ქვეყანაში, დეპორტაცია აკრძალა. გადაწყვეტილება იმ 200-მდე ადამიანს შეეხება, რომლებიც დონალდ ტრამპის განკარგულების შემდეგ სხვადასხვა აეროპორტში დააკავეს. პრეზიდენტის ბრძანება საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ 7 ქვეყანაზე: ირანზე, ერაყზე, იემენზე, ლიბიაზე, სირიაზე, სომალისა და სუდანზე ვრცელდება. ამ ქვეყნების მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში მომდევნო 90 დღის განმავლობაში არ შეუშვებენ.

დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ შეერთებული შტატების დიდი ქალაქების აეროპორტებთან მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა, თავად პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ახალი ზომები მუსლიმების წინააღმდეგ არაა მიმართული.

"ეს აკრძალვა არ ეხებათ მუსლიმებს. აბსოლუტურად არა. ვაპირებთ, რომ აკრძალვა ძალიან მკაცრად შესრულდეს. ის ძალიან კარგად მუშაობს და ამას უკვე ყველგან ვხედავთ. ვაპირებთ, რომ საგანგებო კონტროლი დავაწესოთ, რომელიც ქვეყანაში წლებია უნდა არსებობდეს," - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები