07 ოქტომბერი 2024,   10:33
ვრცლად
დონალდ ტრამპმა ადმინისტრაციის თანამშრომლებს სხვა ქვეყნების ინტერესების ლობირება სამუდამოდ აუკრძალა

საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების გარდა, დონალდ ტრამპმა კიდევ რამდენიმე განკარგულებას მოაწერა ხელი. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ადმინისტრაციის თანამშრომლებს სხვა ქვეყნების ინტერესების ლობირება სამუდამოდ აუკრძალა, სხვა ორგანიზაციების სასარგებლოდ საქმიანობა კი მათ თანამდებობის დატოვებიდან 5 წლის შემდეგ შეეძლებათ.

ბარაკ ობამას მმართველობის პერიოდში ეს შეზღუდვა 2 წელი იყო. გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა პენტაგონს დაავალა, მომავალი 30 დღის განმავლობაში დაჯგუფება ისლამურის სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სტრატეგია შეიმუშაონ.

დღის ამბები