07 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკა - ირანელი რეჟისორი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას ვერ დაესწრება

დონალდ ტრამპის ბრძანებულების გამო, ირანელი რეჟისორი ასგარ ფარჰადი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრებას ვერ შეძლებს. რეჟისორის ახალი ნამუშევარი ამერიკის უმაღლეს კინოაკადემიაზეა წარდგენილი, თუმცა ტრამპის მიერ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების გამო მას და გადამღებ ჯგუფს შეერთებულ შტატებში არ შეუშვებენ.

შექმნილი ვითარების გამო, უმაღლესმა კინოაკადემიამ უკვე გამოთქვა შეშფოთება. ტრამპის გადაწყვეტილებას "რასისტული" უწოდა ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა, ირანელმა მსახიობმა ტარანე ალიდუსტიმ და აღნიშნა, რომ შოუს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება. ოსკარის რიგით 89-ე დაჯილდოების ცერემონია 26 თებერვალს გაიმართება.

დღის ამბები