07 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
იტალიის ყოფილ პრემიერმინისტრს ერთ-ერთ საქმეზე მოწმეების მოსყიდვაში ადანაშაულებენ

სილვიო ბერლუსკონი სასამართლოს წინაშე კიდევ ერთხელ წარდგება. იტალიის ყოფილ პრემიერმინისტრს ერთ-ერთ საქმეზე მოწმეების მოსყიდვაში ადანაშაულებენ. საუბარია წვეულებებზე, რომლებშიც, გავრცელებული ცნობით, არასრულწლოვანი გოგონებიც მონაწილეობდნენ და რომლებსაც ინტიმური კავშირისთვის ბერლუსკონი ფულს უხდიდა.

პროკურატურის ცნობით, ყოფილმა პრემიერმა 22 მოწმეს, დუმილის სანაცვლოდ, 10 მილიონი ევრო გადაუხადა. მილანის სასამართლოში განხილვა 5 აპრილს ჩაინიშნა, მანამდე ის სილვიო ბერლუსკონის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რამდენჯერმე გადაიდო.

დღის ამბები