07 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
მალაიზიაში ნავის ჩაძირვას 31 ადამიანი ემსხვერპლა

მალაიზიის სანაპიროსთან მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. სანაპიროდან 30 კილომეტრის მოშორებით ნავი ჩაიძირა, რომლის ბორტზეც 31 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 28 ჩინელი ტურისტი.

სამაშველო ჯგუფებმა უკვე იპოვეს ორი გადარჩენილი, დანარჩენების ბედი კი ჯერ-ჯერობით უცნობია. ნავს ტურისტები ერთ-ერთ პოპულარულ კუნძულზე უნდა გადაეყვანა.

გავრცელებული ცნობით, სამაშველო ოპერაციას უამინდობა უშლის ხელს. რეგიონში ამ დრომდე ძლიერი შტორმია.

დღის ამბები