07 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
გამკაცრებული საიმიგრაციო პოლიტიკა აშშ-ში - დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ აშშ-ში მასშტაბური აქციები გამოიწვია

მოსამართლემ საიმიგრაციო აკრძალვასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განკარგულების მოქმედება შეაჩერა. ნიუ-იორკის საოლქო ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებას დემონსტრანტები ხმაურიანი შეძახილებითა და ოვაციით შეხვდნენ. შეერთებულ შტატებში ჩასულ პირებს, რომლებსაც მოქმედი ვიზა აქვთ, ქვეყანაში დარჩენის უფლება ექნებათ.

ბრძანებულებას საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ ხელი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ორი დღის წინ მოაწერა. პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ახალი ზომები მუსლიმების წინააღმდეგ არ არის მიმართული და ის ქვეყანას ტერორისტული თავდასხმების თავიდან აცილებაში დაეხმარება.

დონალდ ტრამპის განკარგულებამ ერთ დღეში ასობით ადამიანი დააზარალა. ნაწილი მათგანი შეერთებულ შტატებში ჩასვლისთანავე, აეროპორტებში დააკავეს, ნაწილს კი ავიაკომპანიებმა ბორტზე ასვლის უფლება საერთოდ არ მისცეს.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ შეერთებულ შტატებში მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია. იმიგრანტების მხარდამჭერად ათასობით ადამიანი დიდი ქალაქების აეროპორტებთან შეიკრიბა. 

ავტორი: ნინო დვალიშვილი. 

დღის ამბები