07 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის წინააღმდე მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება

შეერთებულ შტატებში მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. ათობით ათასი ადამიანი ვაშინგტონის, ნიუ იორკის, ბოსტონისა და ფილადელფიის ქუჩებში დონალდ ტრამპის მიერ საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების წინააღმდეგ გამოვიდა.

საპროტესტო აქცია თეთრ სახლთანაც გაიმართა. ახალი საემიგრაციო პოლიტიკის მოწინააღმდეგეები დიდი ქალაქების აეროპორტებშიც შეიკრიბნენ.

თავად დონალდ ტრამპი კი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს და აცხადებს, რომ ვიზების გაცემა მომავალი 90 დღის განმავლობაში განახლდება, მას შემდეგ, რაც ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკა გაძლიერდება.

დღის ამბები