07 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
კანადაში, მეჩეთში მომხდარი სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
5 ადამიანი დაიღუპა სროლის შედეგად კანადის ქალაქ კვებეკში. თვითმხილველთა ინფორმაციით, კალაშნიკოვის ტიპის ავტომატებით შეიარაღებული 3 თავდამსხმელი ადგილობრივ მეჩეთში საღამოს ლოცვის დროს შეიჭრა და იქ მყოფ 40-მდე ადამიანს ცეცხლი გაუხსნა.
დაშავებულია სულ მცირე 10 ადამიანი. სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა 2 ეჭვმიტანილი დააკავეს. ამ დრომდე უცნობია თავდასხმის მიზეზი.
 
კვებეკის პრემიერმმინისტრმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა.

დღის ამბები