07 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
ტრამპის საწინააღმდეგო აქციები ამერიკის დიდი ქალაქების ქუჩებსა და აეროპორტებში

დონალდ ტრამპის მეორე სამუშაო კვირა საპროტესტო აქციებით იწყება. ამერიკელები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, ქვეყანაში შესვლა 7 მუსლიმანური ქვეყნის მოქალაქეებს ეკრძალებათ.

ამავე განკარგულების თანახმად, სამი თვით ჩერდება ლტოლვილების მიღებაც. აქციები ამერიკის დიდ ქალაქებში ქუჩების გარდა, აეროპორტებშიც გაიმართა, სადაც ემიგრანტები დააკავეს.

საპროტესტო აქციები გაიმართა ბოსტონში, ფილადელფიასა და ნიუ იორკში, სადაც მომიტინგეებმა მსვლელობა მოაწყეს ტრამპ თაუერთან და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდეს.

პრეზიდენტის განკარგულება გააკრიტიკეს კონგრესშიც. მათ შორის დონალდ ტრამპის თანაპარტიელებმაც. სენატორებმა ლინდსი გრემმა და ჯონ მაკკეინმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყანაში მუსლიმანთა შესვლის აკრძალვა ტერორისტთა მობილიზებას უფრო შეუწყობს ხელს, ვიდრე უსაფრთხოების გაუმჯობესებას.

კანადამ შეერთებული შტატების აეროპორტებში გაჩერებულ ემიგრანტებს დროებითი თავშესაფარი შესთავაზა. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი ტრამპის გადაწყვეტილებას გაუმართლებელი ნაბიჯი უწოდა.

ირანი საპასუხო ზომებით იმუქრება და ქვეყანაში ამერიკის მოქალაქეებს შესვლას უკრძალავს. ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებას აპირებს ერაყიც.

ავტორი: დავით ნიკურაძე.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები