07 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
კანადაში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა

კანადაში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი კვებეკის მეჩეთში იმ დროს გახსნეს, როდესაც იქ ათობით მორწმუნე საღამოს ლოცვისთვის შეიკრიბა. სროლის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა.

სამართალდამცველები მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავენ, დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი, თუმცა თვითმხილველთა ნაწილი აცხადებს, რომ თავდამსხმელები სამნი იყვნენ.

მომხდარს ტერაქტი უწოდა კანადის პრემიერმინისტრმა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

დღის ამბები