07 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
თავდასხმა მეჩეთზე - კანადური მედია თავდამსხმელების ვინაობას ასახელებს

კანადური მედია მეჩეთზე თავდამსხმელების ვინაობას ასახელებს. გავრცელებული ცნობით, ორივე ეჭვმიტანილი კვებეკის უნივერსიტეტის სტუდენტია. ერთ-ერთი მათგანი წარმოშობით მაროკოელია.

თავდასხმა კვებეკის ისლამური კულტურის ცენტრში მოხდა. შეიარაღებულმა პირებმა მეჩეთში ცეცხლი ლოცვის დროს გახსნეს. დაიღუპა 6 და დაშავდა 8 ადამიანი. სამართალდამცველებმა ორი ეჭვმიტანილი დააკავეს. გამოძიებამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

დღის ამბები