07 ოქტომბერი 2024,   10:33
ვრცლად
აშშ-ში "დემოკრატი" სენატორები დონალდ ტრამპის მიერ მიგრაციის შეზღუდვებს აპროტესტებენ

შეერთებულ შტატებში დემოკრატი სენატორები დონალდ ტრამპის მიერ მიგრაციის შეზღუდვების გასაპროტესტებლად უზენაესი სასამართლოს შენობის წინ შეიკრიბნენ. ვაშნგტონის შტატის გენერალურმა პროკურორმა კი ამ გადაწყვეტილებაზე სარჩელი მოამზადა.

ეს პირველი შტატია, რომელიც სამართლებრივ ბრძოლას უცხადებს ტრამპის აკრძალვას.

პარალელურად, აქციები გრძელდება შეერთებული შტატების დიდი ქალაქების აეროპორტებში. პროტესტს ბარაკ ობამაც შეუერთდა.

თეთრი სახლი კი აცხადებს, რომ პროცესი კანონიერ ჩარჩოებში მიმდინარეობს.

დღის ამბები