07 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
დონალდ ტრამპმა მოქმედი გენერალური პროკურორი დაითხოვა

შეერთებულ შტატებში დემოკრატი სენატორები მიგრაციის შეზღუდვაზე დონალდ ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ. ვაშინგტონის გენერალურმა პროკურორმა და უმსხვილესმა მუსლიმურმა ორგანიზაციამ პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელიც მოამზადეს.

დონალდ ტრამპმა დაუმორჩილებლობის გამო, მოქმედი გენერალური პროკურორი დაითხოვა.

სენატორთა კრიტიკას დონალდ ტრამპმა უპასუხა. მან დაიცვა საკუთარი განკარგულება, რომლის თანახმად, შეერთებულ შტატებში უცხოელ მუსლიმებს შესვლა დროებით აეკრძალათ. პრეზიდენტმა წინა ადმინისტრაცია უმოქმედობაში დაადანაშაულა.

პრეზიდენტის მიერ მიღებულ განკარგულებებს წერილობით გამოეხმაურა ბარაკ ობამა. შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში მუსლიმთა შეშვების აკრძალვას დისკრიმინაციად აფასებს. ახალი საემიგრაციო წესები გააკრიტიკა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმაც.

ტრამპის გადაწყვეტილება ევროპის ლიდერებმაც გააკრიტიკეს. ლონდონში კი მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ინგლისელებმა მილიონზე მეტი ხელმოწერაც შეაგროვეს და ხელისუფლებას დონალდ ტრამპის ბრიტანეთში ვიზიტის გაუქმება მოსთხოვეს.

 

ავტორები: თამარ ჭავჭავაძე, დავით ნიკურაძე

 

 

 

დღის ამბები