07 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
პენტაგონმა პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში კონტინგენტი და სამხედრო ტექნიკა განალაგა

პენტაგონმა პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში კონტინგენტი და სამხედრო ტექნიკა განალაგა. ამერიკელი სამხედროების დისლოკაცია რეგიონში ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად მოხდა. ეს ნაბიჯი ნატოს უსაფრთხოების პროგრამის ფარგებში განხორციელდა, რომელიც ალიანსმა ყირიმის ანექსიის შემდეგ შეიმუშავა.

3500 ამერიკელი ჯარისკაცი და საბრძოლო ტექნიკა პოლონეთში, ზაგანის მახლობლად მდებარე ბაზაზე გადასხეს.

ევროპაში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მეთაურის ინფორმაციით, უახლოეს ერთ თვეში კი, რეგიონში დამატებით 1600 სამხედრო და ავიაცია გაიგზავნება.

გენერალი ტიმ რეი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ვაშინგტონი ნატოს და ორგანიზაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება.

დღის ამბები