07 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
ფრანსუა ფიონიმ და მისმა მეუღლემ სახელმწიფო ქონების გაფლანგვის სკანდალურ საქმეზე ჩვენება მისცეს

ფრანსუა ფიონიმ და მისმა მეუღლემ სახელმწიფო ქონების გაფლანგვის სკანდალურ საქმეზე გამოძიებას ჩვენება მისცეს. საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი და პენელოპა ფიონი დაკითხვაზე 5 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

გამოძიება წყვილის წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთერთმა გამოცემამ სტატია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ფრანსუა ფიონს მისი მეუღლე პარლამენტში თანაშემწეს თანამდებობაზე ჰყავდა გაფორმებული, რეალურად კი, ის არ მუშაობდა და ხელფასს იღებდა.

სკანდალურ პუბლიკაციაში მოყვანილი ბრალდებები ფრანსუა და პენელოპა ფიონებმა კატეგორიულად უარყვეს.

ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, რომ პროკურატურას უკვე გადაეცა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ პენელოპა ფიონი პარლამენტში ნამდვილად მუშაობდა.

დღის ამბები