07 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
ავდეევკადან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო - ქალაქში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის

ავდეევკადან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ქალაქი, სადაც ამ დრომდე სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის, ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. ძლიერი ყინვის პირობებში მოსახლეობას არ აქვს გათბობა, ელექტროენერგია და სასმელი წყალი. ინტენსიური ბრძოლები ავდეევკას რაიონში მესამე დღეა არ წყდება.

ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბში აცხადებენ, რომ პრორუსი სეპარატისტები სამხედროების პოზიციებს უტევენ და შტურმისას არტილერიასა და გრადის ტიპის სისტემებს იყენებენ.

ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია სამი უკრაინელი სამხედრო, 24 კი დაშავდა, სეპარატისტების მხრიდან კი მსხვერპლის რიცხვი 80-ს აჭარბებს.

განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებენ დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლები. ისინი ამტკიცებენ, რომ მათ პრეზიდენტისთვის მომზადებული ანგარიში მოიპოვეს, სადაც ბრძოლებისას 78 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და 76 დაშავდა.

აღმოსავლეთ რეგიონში შექმნილი ვითარების გამო პეტრო პოროშენკომ გერმანიაში ვიზიტი შეწყვიტა. ეუთომ კი მუდმივი საბჭოს საგანგებო სხდომა დანიშნა.

ამავე თემაზე
დღის ამბები