09 ოქტომბერი 2024,   14:19
ვრცლად
შანხაიში ახალი წლის დღესასწაულზე 36 ადამიანი დაიღუპა

ახალი წლის აღნიშვნისას შანხაიში 36 ადამიანი დაიღუპა და 47 დაშავდა. შემთხვევა შანხაის ისტორიულ უბანში მაშინ მოხდა, როცა 2015 წლის შესახვედრად ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ერთერთი ღამის კლუბიდან გადმოყრილმა ყალბმა ფულმა არეულობა გამოიწვია და მოქალაქეებმა ერთმანეთი გადათელეს.

შანხაის ქალაქის ხემძღვანელობის განცხადებით, სიტუაცია ადგილობრივი დროით 23 საათსა და 35 წუთიდან გამწვავდა.

დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. გარდაცვლილთაგან ადგილობრივი მედიის ცნობით, უმრავლესობა სტუდენტია.

ტრადიციული საახალწლო ფეიერვერკი შემთხვევის გამო გაუქმდა. 

დღის ამბები