09 ოქტომბერი 2024,   14:19
ვრცლად
2015 წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეხვდნენ [ფოტო]

2015 წელს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებით შეხვდნენ. პირველად ახალი წელი ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში დადგა. სიდნეიში 1.5 მილიონი ადამიანი შეიკრიბა ქალაქის ცნობილი ფეიერვერკის სანახავად.

ქალაქ დუბაიში რეკორდის დამყარება სცადეს. აქ საახაწლოდ ყველაზე მაღალი შენობის ფასადი გაანათეს.

ათასობით ადამიანმა იზეიმა ახალი წეlი ნიუ-იორკში თაიმსქვერზე. თუმცა ქალაქში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული იყო საპროტესტო აქციების გამო.  2015 წლის დადგომის აღსანიშნავად ადგილობრივები და ტურისტები შეიკრიბნენ ლას ვეგასში, ლოს ანჯელესსა და სან ფრანცისკოში.

ბერლინში ახალი წლის აღსანიშნავად ღია კონცერტი გაიმართა ბრანდებურგის ჭიშკართად. პარიზში კი ტრიუმფალურ თაღთან თვითმხილველებს სპეციალური ვიზუალური ღონისძიების ნახვა შეეძლოთ ახალი წლის დადგომამდე 15 წუთით ადრე.

მილიონობით ტურისტი შეხვდა ახალ წელს მადრიდში, ბარსელონაში, ლონდონსა და ედინბურგში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები