09 ოქტომბერი 2024,   14:19
ვრცლად
ავიაკატასტროფას აშშ-ში 4 ადამიანი ემსხვერპლა

ავიაკატასტროფას კენტუკის შტატში 4 ადამიანი ემსხვერპლა. რეგიონში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. კატასტროფას შემთხვევით გადაურჩა 7 წლის ბავშვი, რომელიც ერთ-ერთ სახლთან მივიდა და მაცხოვრებლებს ავიაკატასტროფის შესახებ აცნობა.

მოგვიანებით, თვითმფრინავის ფრაგმენტები ტბასთან ახლოს აღმოაჩინეს. კატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

სამოქალაქო ავიაციის მართვის პუნქტის ინფორმაციით, კონტაქტის გაწყევეტამდე პილოტმა დისპეჩერებს ძრავის პრობლემების შესახებ აცნობა.

გადარჩენილი ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დღის ამბები