09 ოქტომბერი 2024,   14:17
ვრცლად
პუტინი უცხოელებს შეირაღებულ ძალებში კონტრაქტით მუშაობის უფლება მისცა

რუსეთის პრეზიდენტმა უცხოელებს შეირაღებულ ძალებში კონტრაქტით მუშაობის უფლება მისცა. 

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "დოჟდი" ავრცელებს, რომლის თანახმად, პუტინმა ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. 

როგორც ბრძანების ტექსტშია აღნიშნული, სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, მონაწილეობას მიიღებენ სამხედრო მდგომარეობის პირობებში დავალებების შესრულებაში, ასევე შეიარაღებულ კონფლიქტებში საყოვეთაოდ აღიარებული პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების, რუსეთის კანონმდებლობისა და საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად. 

 

დღის ამბები