03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
სასამართლო პროცესების გადაღება შეზღუდული არ უნდა იყოს, - საია

საია სასამართლო პროცესების გაშუქების უფლების მინიჭებას მაუწყებლობის ლიცენზიის არმქონე მედიასაშუალებებისთვისაც მოითხოვს. ამის შესახებ საია მის მიერ ჩატარებული კვლევაში აცხადებს. საიას ახალი კვლევის მიხედვით, ამ დრომდე ონლაინ მედიაგამოცემებისთვის, რეგიონული მაუწყებლებისა და საგამოძიებო ჟურნალისტური სტუდიებისთვის სასამართლო პროცესების გადაღება პრობლემად რჩება.

როგორც საიას აღმასრულებელი დირექტორი თამარ გვარამაძე აცხადებს, კვლევამ აჩვენა, რომ სასამართლო პროცესების ფოტოვიდეოაუდიო ჩაწერის მარეგულირებელ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში გარკვეულ პრობლემებია. მისი თქმით, გადაღების უფლება არ უნდა იყოს შეზღუდული იმ მედიასაშუალებებისთვის, რომელთაც აქვთ საერთო მაუწყებლის ლიცენზია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევა მიზნად ისახავს შეაფასოს "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში 2013 წელს განხორციელებული ცვლილება, რომლის საფუძველზეც, საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ მედიასაშუალებებს სასამართლო პროცესების ფოტოვიდეოაუდიო ჩაწერის უფლება მიენიჭათ; გააანალიზოს, თუ როგორ მუშაობს აღნიშნული ცვლილებები პრაქტიკაში, რა ხარვეზები და გამოწვევები ახლავს თან ამ პროცესს და როგორ აისახება ყოველივე ეს მედიის და შესაბამისად, საზოგადოებისთვის მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ ინფორმაციის მისაწვდომობაზე.

დღის ამბები