09 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
სენატორი მაკკეინი აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს უხელმძღვანელებს

2015 წლის 3 იანვრიდან სენატორი მაკკეინი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.

ამგვარად, პუტინის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი სათავეში ჩაუდგა კომიტეტს, რომელიც წყვეტს თავდაცვის ხარჯებთან, სხვა ქვეყნებისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენასთან და აშშ-ის შეიარაღებული ძალების მოქმედებებსა და გეგმებთან დაკავშირებულ საკითხებს.

მამაცი მფრინავი, ვიეტნამელი კომუნისტების სამხედრო ტყვე, აშშ-ის სენატის ვეტერანი, საპრეზიდენტო მარათონის მონაწილე, რუსი ოპოზიციონერების მეგობარი და პუტინის შეურიგებელი ოპონენტი - ეს ის მოკლე დახასიათებებია, რომლითაც ჯონ სიდნეი მაკკეინ III-ს მოიხსენიებენ.

დღის ამბები