09 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
თეთრმა სახლმა 2014 წლის საუკეთესო ფოტოები გამოაქვეყნა [ფოტო]

თეთრმა სახლმა 2014 წელს გადაღებული საუკეთესო ფოტოების კრებული გამოაქვეყნა. სურათები ბარაკ ობამას პირადი ფოტოგრაფების მიერ არის გადაღებული.

კოლაჟისთვის ძირითადად სახალისო და ემოციური ფოტოებია შერჩეული, თითოეულ მათგანს თან ახლავს კომენტარიც. ფოტოები პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გამოქვეყნდა. რამდენიმე მათგანი უკრაინის კრიზისის თემაზეცაა, მაგ: ვლადიმერ პუტინთან საუბარი და შეხვედრები მსოფლიო ლიდერებთან.

თეთრი სახლის ვებგვერდზე მოხვდა ბარაკ ობამას მიერ ბავშვებთან გადაღებული არაერთი ფოტოც.

დღის ამბები