09 ოქტომბერი 2024,   14:19
ვრცლად
თავდასხმა უკრაინულ ტელეკომპანია „ინტერზე“

საახალწლო ეთერთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ უკრაინული ტელეკომპანია „ინტერის“ ოფისს თავს დაესხნენ. 20–მდე ნიღბიანმა პირმა შენობას ქვები დაუშინა, რის შედეგადაც ოფისის პირველ სართულზე შესასვლელი კარის მინები ჩაიმსხვრა.

დაშავებულები არ არიან. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა დაკავებულები მილიციის განყოფილებიდან ჩვენების მიცემის შემდეგ გაათავისუფლეს.

თავდასხმის სავარაუდო მოტივი ტელეკომპანია „ინტერის“ საახალწლო პროგრამა გახდა, რომელშიც ცნობილი რუსი შემსრულებლებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის იყო უკრაინაში პერსონა ნონგრატად გამოცდახებული იოსებ კობზონი.

დღის ამბები