09 ოქტომბერი 2024,   14:18
ვრცლად
ABBA-ს მუზეუმი სტოკჰოლმში

ABBA-ს მიერ ევროვიზიაზე გამარჯვებიდან 40 წლის შემდეგ სტოკჰოლმში პოპულარული შვედური პოპ-როკ ჯგუფის მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმში გეძლევა საშუალება, რომ ABBA-ს სამყაროში იმოგზაურო.

ისინი აქტიურად ჩაერთნენ მუზეუმის მუშაობაში და აქ ყველა კუთხე ABBA-ს წევრებთან შეთანხმებით გაკეთდა. მათ მუზეუმს სასცენო კოსტიუმები და კუთვნილი ნივთები გადასცეს. აქ ერთ-ერთ ოთახს სიყვარულის ოთახი ჰქვია და ის ჯგუფის წევრების პირად ცხოვრებას ასახავს. აქვეა ხმის ჩამწერი სტუდია, სადაც ყველა დამთვალიერებელი ვალდებულია ABBA-ს რომელიმე ცნობილი ჰიტი ჩაწეროს. 

დღის ამბები