09 ოქტომბერი 2024,   14:18
ვრცლად
ოფიციალურმა კიევმა ტყვეების გაცვლაზე მოლაპარაკებები განაახლა

ოფიციალურმა კიევმა და პრორუსმა სეპარატისტებმა ტყვეების გაცვლის საკითხზე მოლაპარაკებები განაახლეს. ეს თემა პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ დღეს ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს განიხილა და მათ მუშაობის გააქტიურებისკენ მოუწოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პრორუსი მებრძოლების ტყვეობაში 30 უკრაინელი სამხედრო რჩება, კიევს კი 200-ზე მეტი სეპარატისტი ჰყავს დაკავებული. პარალელურად, რუსეთმა დონბასში მორიგი ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. 60-ზე მეტი სატვირთო მანქანა უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით როსტოვის ოლქიდან დაიძრა.

დღის ამბები