09 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
დონბასში რუსული მძიმე ტექნიკის გადაადგილება შენიშნეს

ინტერნეტით გავრცელდა ვიდეომასალა, რომელიც დონბასში რუსული მძიმე ტექნიკის გადაადგილებას ამტკიცებს. 4-წუთიან მასალაში ის ტექნიკაა ასახული, რომელიც მხოლოდ რუსეთის შეიარაღებაშია.

უკრაინული პრესის ცნობით, კადრები ლუგანსკშია გადაღებული. პარალელურად, სპეცოპერაციის საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ, რომ ზუგრესას რაიონში რუსეთიდან დამატებით 120 დაქირავებული მებრძოლი ჩავიდა. მათ შორის ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინიტროს ყოფილი თანამშრომლებიც არიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები