09 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება დაიძაბა

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება კვლავ დაძაბულია. მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მთიანი ყარაბაღის ე.წ. შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო 2 დღის განმავლობაში მათი პოზიციების მიმართულებით ცეცხლი 83-ჯერ გახსნეს.

ანალოგიურ ბრალდებას უყენებს ოფიციალურ ბაქოს მთიანი ყარაბაღიც, რომელიც ირწმუნება, რომ 4-იდან 5 იანვრამდე აზერბაიჯანმა 350-ჯერ დაცხრილა მათი თავდაცვითი პოზიციები. მთიანი ყარაბაღის ხელისუფლება ასევე აცხადებს, რომ აზერბაიჯანი ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ნაღმმტყორცნებსაც იყენებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები