03 ოქტომბერი 2024,   15:19
ვრცლად
2014 წელს საქართველოში ტურისტების რაოდენობამ იმატა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გასულ  წელს ტურისტების უპრეცედენტო ზრდაზე მიუთითებს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, 2014 წელს საქართველოში 5 მილიონ 493 ათას 492 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, აქედან 2 მილიონ 218 ათასი ქვეყანაში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდა, დანარჩენები კი სტუდენტური, სამუშაო და სხვა დანიშნულებით.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ 2013 წელთან შედარებით, საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობის მაჩვენებელი 2014 წელს 1,9%-ით არის გაზრდილი.

სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ტურისტებს შორის ლიდერობენ მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები, ასევე სიმრავლით გამოირჩევიან დიდი ბრიტანეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან და პოლონეთიდან შემოსული ტურისტები. 

დღის ამბები