09 ოქტომბერი 2024,   14:18
ვრცლად
უკრაინის შეიარაღებას მოდერნიზებული სამხედრო ტექნიკა შეემატა

უკრაინის პრეზიდენტმა არმიას მოდერნიზებული სამხედრო ტექნიკა გადასცა. ოფიციალური ცერემონია კიევიდან 140 კილომეტრის დაშორებით მდებარე ჟიტომირის პოლიგონზე გაიმართა.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ახალ ჯავშანმანქანებთან და საარტილერიო ქვემეხებთან ერთად, 4 ავიაგამანადგურებელიც დაემატა.

ტექნიკის გადაცემის შემდეგ პეტრო პოროშენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის აღმოსავლეთით მიმდინარე კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგარდება.

ახალი შეიარაღება უკრაინის არმიამ უკვე მესამედ მიიღო. ქვეყნის ბიუჯეტში თავდაცვის ხარჯები წელს 5 მილიარდი დოლარითაა გაზრდილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები