09 ოქტომბერი 2024,   14:19
ვრცლად
ავსტრალიაში რეკორდული სიცხეებია, ქალაქ პერტასთან ტყეები იწვის

ავსტრალიაში გაუსაძლისი სიცხეებია. ქალაქ პერტაში ტემპერატურამ 44 გრადუსს მიაღწია, რაც, სინოპტიკოსების განცხადებით, რეკორდული მაჩვენებელია. მეტეოდაკვირვების ისტორიაში ასეთი სიცხე წლის ამ პერიოდში 1991 წლიდან არ დაფიქსირებულა.

რეკორდული სიცხეების ფონზე ავსტრალიელი მაშველები ქვეყნის სამხრეთ რეგიონში ტყის ხანძრებსაც ვერ აქრობენ. ცეცხლი უკვე დასახლებებსაც მიუახლოვდა. მეტეოროლოგები უახლოეს დღეეში მაღალ ტემპერატურას და ძლიერ ქარს ვარაუდობენ, რაც, მაშველების თქმით, სიტუაციას რეგიონში კიდევ უფრო გაართულებს.

სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაციაა დაწყებული.

დღის ამბები