09 ოქტომბერი 2024,   14:19
ვრცლად
5-კილომეტრიანი ოქროს სამკაული

დუბაიში იუველირებმა რეკორდული ზომის ოქროს ჯაჭვი დაამზადეს. ნაკეთობის სიგრძე 5 კილომეტრი და 520 მეტრია. სამკაულის შექმნაზე 100 იუველირი 45 დღის განმავლობაში მუშაობდა. ამისათვის სპეციალისტებს 256 კილოგრამი ოქრო დასჭირდათ.

უგრძელესი ოქროს ჯაჭვის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ის დუბაის ერთ-ერთ ძველ უბანშია გამოფენილი, სადაც ოქროს ბაზრობა მდებარეობს. ნაკეთობა გინესის რეკორდების წიგნში ყველაზე გრძელი საიუველირო ნაწარმის სახით შევა, რის შემდეგაც ჯაჭვს ნაწილ-ნაწილ გაყიდიან.

ყველა ნაკეთობას, რომელიც მისგან დამზადდება, გინესის რეკორდების დამადასტურებელი უნიკალური კოდი მიენიჭება.

დღის ამბები