19 მაისი 2024,   21:08
ვრცლად
კარგად გამოჩნდა მათი სახე თუ როგორ და რა კუთხით ებრძვიან მედიას - ლევან სამუშია მედია ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივაზე საუბრობს

თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელი მდივანი ლევან სამუშია პრემიერ-მინისტრის მიერ მედია ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებით გამოთქმულ ინიციატივას აკრიტიკებს.

კურიერის ეთერში მან აღნიშნა, რომ სხვების მსგავსად მისთვისაც გაუგებარია ვისი ზეწოლისგან დასაცავად უნდა შეიქმნას მედია ომბუდსმენის ინსტიტუტი.

„თუ ზოგადად ზეწოლას განიცდის და არის ჩარევა კრიტიკულ სიტყვაში ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან, ეს ძალუძს მხოლოდ ხელისუფლებას,“ - განაცხადა ლევან სამუშიამ.

თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელი მდივანი პრემიერმინისტრის ინიციატივას საერთაშორისო საზოგადოებაზე გათვლილ წინადადებად აფასებს.  

„ეს არის განკუთვნილი, ალბათ, საგარეო კუთხით, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს უთხრან რომ აი, რა დემოკრატიული მთავრობა არის, მაგრამ ამას დღესდღეობით არავინ მიიღებს, ვინაიდან კარგად გამოჩნდა მათი სახე თუ როგორ და რა კუთხით ებრძვიან მედიას,“ - განაცხადა ლევან სამუშიამ. 

დღის ამბები