19 მაისი 2024,   21:01
ვრცლად
კობახიძის მუქარა პრეზიდენტს - მმართველი გუნდი დღეს პარლამენტის სპიკერის გამართლებას ცდილობდა

პარლამენტის თავმჯდომარის სკანდალური განცხადება პრეზიდენტის მისამართით - ირაკლი კობახიძის მუქარას დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა უპასუხა. საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის სკანდალურმა განცხადებამ, რომ ქვეყნის პირველი პირის არჩევითობის გაუქმების ვადები შესაძლოა გიორგი მარგველაშვილის პოზიციების სიმწვავეზე იყოს დამოკიდებული, პრეზიდენტის გარემოცვის პროტესტი გამოიწვია.

პარლამენტის სპიკერის გამართლებას დღეს ირაკლი სესიაშვილი შეეცადა. ირაკლი კობახიძის მუქარა, რომ პრეზიდენტის არჩევითობის გაუქმება შესაძლოა 2023 -ის ნაცვლად 2018 წელს მოხდეს, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ემოციური ფონით ახსნა.

საპარლამენტო ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მმართველ გუნდს და პრეზიდენტს შორის ახალ დაპირისპირებას ძველი მიზეზი აქვს - ყოფილი პრემიერი.

საკონსტიტუციო კომისიის წევრები კი ირაკლი კობახიძის გაცხარების მიზეზად რუსთავი 2-ს ასახელებენ. ისინი ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის ბოლო განცხადებამ გააბრაზა, სადაც ის რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დაწყებული პროცესის პოლიტიზირებაზე საუბრობდა.

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს მწვავედ აკრიტიკებს არასაპარლამენტო ოპოზიცია.

დღის ამბები