03 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
გაძვირდება თუ არა ქათამი ახალი რეგულაციების გამო?

ახალი რეგულაცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ შევიდა ძალაში, ფრინველის ხორცის მწარმოებელს შესაბამისი სტანდარტების მქონე გადამამუშავებელი საწარმოს ქონას ავალდებულებს.

ფერმერებისთქმით, ახალი სტანდარტი მათთვის მოულოდნელი იყო, რამაც მცირე და საშუალო წარმოებას საფრთხე შეუქმნა.

ლიცენზიის მისაღებად მეფრინველემ დაკვლისა და შემდგომი გადამუშავების პროცესში ჰიგიენის ნორმები, ასევე რეცხვისა და შენახვის სტანდარტი უნდა დაიცვას.

შესაბამის მოთხოვნებს საქართველოში სულ რამდენიმე სასაკლაო აკმაყოფილებს. მისი მფლობელები კი მსხვილი მეფრინველეები არიან. მცირე და საშუალო მეწარმეებისაგან განსხვავებით, მათ ახალი მოთხოვნა საფრთხეს არ უქმნით.

სურსათის უვნებლობის სააგენტოში აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციის მიხედვით, ლიცენზირებულ სასაკლაოებზე ფრინველის დაკვლისა და გადამუშავების ვალდებულება არა აქვთ ფიზიკურ პირებს, ანუ გლეხებს, რომლებიც ფრინველს სახლის პირობებში ზრდიან და კლავენ.

ახალი რეგულაციის შესახებ უკვე ცნობილია მოვაჭრეებისთვისაც. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ახალმა წესებმა ფასის ზრდა გამოიწვიოს.

ლიცენზირებულ სასაკლაოზე პროდუქციას შესაბამისი საბუთი - ფორმა #2 ენიჭება. სააგენტოს მიერ დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კი ჯარიმა 1000 ლარია.

დღის ამბები