09 ოქტომბერი 2024,   14:18
ვრცლად
სოლიდარობის აქციები საფრანგეთში [ფოტო]

ჟურნალ "შარლი ებდოს" რედაქციაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ საფრანგეთში სოლიდარობის აქციები გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.  

"ბიბისის" ცნობით, დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახების თანადგომის მიზნით საფრანგეთის თითქმის ყველა ქალაქში ათასობით ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეებს ხელში ეკავათ ფურცლები წარწერით - Je suis Charlie (მე შარლი ვარ).

რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა ტულუზაში, საიდანაც იყო ჟურნალის ერთ-ერთი თანამშრომელი, ეკონომისტი და ჟურნალისტი ბერნარ მარი. ლიონში 10 ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. ნანტში აქციის მონაწილეთა შორის იყო საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჟან-მარკ ეირო.

უცხოური მედიის ინფორმაციით, საერთო ჯამში, საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მონაწილეთა რაოდენობამ 100 ათასს მიაღწია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები