09 ოქტომბერი 2024,   14:18
ვრცლად
ფრანგმა სამართალდამცველებმა ტერაქტში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი დააკავეს

ფრანგმა სამართალდამცველებმა წუხელ ჟურნალ "შარლი ებდოს" რედაქციაზე მომხდარ თავდასხმასთნ დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პრესმდივნის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის თანხმად, პოლიციამ შვიდი ადამიანი დააკავა. 

სი-ენ-ენ-ის ცნობით კი, საფრანგეთის პოლიციამ ასევე აღმოაჩინა თავდასხმაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილის საიდ კუაშის პირადობის მოწმობა. 

საფრანგეთის პოლიციამ უკვე გამოაქვეყნა ჟურნალის რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილთა ფოტოები. უცხოური მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა ძებნა გამოაცხადეს ძმებზე - 34 წლის საიდ და 32 წლის შერიფ კუშადებზე. მესამე ეჭვმიტანილი კი 18 წლის ამიდ მურადია, რომელიც ფრანგული პრესის ცნობით, პოლიციას თავად ჩაბარდა და ამტკიცებს, რომ თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

სი-ენ-ენ-ის ცნობით, შერიფ კუაში აქამდე უკვე არის ნასამართლევი. ის ეკუთვნოდა ჯგუფს, რომელიც ჯიჰადისტ მებრძოლებს ერაყში აგზავნიდა. 

ყოველკვირეულ სატირულ ჟურნალ "შარლი ებდოს" რედაქციაზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები