09 ოქტომბერი 2024,   14:17
ვრცლად
პარიზში დაჭრილი პოლიციელი ქალი გარდაიცვალა.

პარიზის სამხრეთით დღეს მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი პოლიციელი ქალი გარდაიცვალა. ინფორმაცია ფრანგულ მედიას პოლიციამ დაუდასტურა.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. პოლიციელები მოკამათე მძღოლებს მიუახლოვდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა მათ ცეცხლი გაუხსნა.

პოლიციელი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ერთ-ერთი ეჭმიტანილი დაკავებულია. მეორეს კი. რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით ისროლა, პოლიცია ისევ ეძებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები