09 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
ტერაქტი საფრანგეთში - ობამასა და მერკელის სამძიმარი

საფრანგეთი სამძიმრების წერილებს დღეს მსოფლიო ლიდერებისაგანაც იღებს. ბარაკ ობამა ვაშინგტონში მდებარე საფრანგეთის საელჩოში მივიდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ფრანგებს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ერთიანი ძალებით ტერორიზმის დამარცხება შესაძლებელია.

სოლიდარობა ფრანგ ხალხს ანგელა მერკელმაც გამოუცხადა. გერმანიის კანცლერმა ბერლინში საფრანგეთის საელჩოსთან შეკრებილებს მიუსამძიმრა, რის შემდეგაც ხანმოკლე შეხვედრა გამართა ელჩთან და მოგვიანებით სამძიმრის წიგნში ჩანაწერიც დატოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები