09 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
კიდევ ერთი ტერორისტული აქტი საფრანგეთში - შეიარაღებულმა პირებმა მძევლები აიყვანეს

საფრანგეთში რამდენიმე წუთის წინ შეიარაღებულმა პირებმა რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანეს. ტერორისტები ერთ-ერთი საწარმოს შენობაში იმყოფებიან.

არის ვარაუდი, რომ ტერორისტები ძმები კოაშები არიან, რომლებიც ჟურნალ "შარლი ებდოზე" განხორციელებული ტერაქტის გამო იძებნებიან.  

ფრანგული მედიის ინფორმაციით, შეიარაღებულ პირებსა და პოლიციელებს შორის სროლა მოხდა, რასაც, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ერთი ან ორი ადამიანი ემსხვერპლა, ოცი კი დაჭრილია. გერმანული მედიის ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი. ფრანგული მედია კი ერთ გარდაცვლილზე წერს.  თუმცა, სამართალდამცველები ერთი ადამიანის მკვლელობას არ ადასტურებენ. 

"სკაინიუსის" ინფორმაციით, ტერორისტები მძევლებთან ერთად ერთ-ერთი საწარმოს შენობაში იმყოფებიან, რომელიც სამართალდამცველების ალყაშია. ვითარებას ჰაერიდან აკონტროლებენ ვერტმფრენები. 

საწარმო, სადაც ტერორისტები მძევლებთან ერთად იმყოფებიან, დეგოლის აეროპორტთან იმდენად ახლოს არის, რომ აეროპორტმა ორი თვითმფრინავის მიღებაზე უკვე უარი თქვა.     

"ლე ფიგაროს" ინფორმაციით კი, ტერორისტებთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია. 

დღის ამბები