03 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
თავდასხმა ებრაულ სუპერმარკეტზე - საფრანგეთში ტერორისტებმა კიდევ ორი მოქალაქე მოკლეს

რამდენიმე წუთის წინ ებრაულ სუპერმარკეტში, რომელიც პარიზის აღმოსავლეთით მდებარეობს, შეიარაღებული თავდამსხმელის შეჭრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას ამის შესახებ BBC პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტს „შარლი ებდოს” ტერაქტთან აქვს კავშირი.

პოლიცია სავარაუდო ეჭვმიტანილის სურათებსაც აქვეეყნებს.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილთა შორის ერთი ქალია - ჰაიათ ბუმედინი. ასევე იძებნება ამედი კულიბელი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები