03 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
სომხეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრები პარტრიარქთან

სომხეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრები 6 ოქტომბერს, დღის ბოლოს საქართველოს პატრიარქმა მიიღო. ილია მეორემ შეხვედრისას სადავო ტაძრებზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ორივე ქვეყნის მხრიდან მეცნიერებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისია უნდა შეიქმნას. პატრიარქმა ასევე განაცხადა, რომ ქართველმა და სომეხმა ხალხმა, მიუხედავად მძიმე ისტორიული წარსულისა, კულტურის უნიკალური ნიმუშები შექმნეს.

სომხეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრები, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, დღეს საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდებიან. დაგეგმილია შეხვედრა სომხეთის საელჩოში, თუმცა პირველად ისინი დღეს გმირთა მოედანზე მისვლას და მემორიალის გვირგვინით შემკობას აპირებენ.

დღის ამბები