09 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
პოლიცია ტერორისტის თანამზრახველ ქალს ეძებს

საფრანგეთის პოლიცია ვინსენსის გარეუბანში მდებარე მაღაზიაში შეჭრილი ტერორისტის თანამზრახველ ქალს, ჰაიათ ბუმედინს ეძებს, რომელმაც გაქცევა შეძლო. 

ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჰაიათ ბუმედინი ეჭვმიტანილია ხუთშაბათს ატეხილ სროლაში, რომლის შედეგად პოლიციელი ქალი დაიღუპა. 

ფრანგული მედიის ბოლო მონაცემებით, ვინსენსის გარეუბანში მდებარე ქაშერულ მაღაზიაში ოთხი მძევალი დაიღუპა. ასევე გარდაცვლილია მაღაზიაში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ორი პოლიციელი.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები