09 ოქტომბერი 2024,   14:17
ვრცლად
ფრანსუა ოლანდმა პარიზში ოთხი ადამიანის მკვლელობას "საზიზღარი ანტისემიტური აქტი" უწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა, პარიზში ოთხი ადამიანის მკვლელობას "საზიზღარი ანტისემიტური აქტი" უწოდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ტერაქტების შესახებ სატელევიზიო გამოსვლისას ისაუბრა. 

ოლანდმა აღნიშნა, რომ საუბარია ფანატიკოსებზე, რომლებსაც საერთო არაფერი გააჩნიათ მუსლიმურ რწმენასთან.

"ის, რაც დღეს ქაშერულ მაღაზიაში მოხდა, საშინელი ანტისემიტური აქტია", - განაცხადა გუშინ ფრანსუა ოლანდმა.

ვინსენსის გარეუბანში მდებარე ქაშერულ მაღაზიაში ოთხი მძევალი დაიღუპა. ასევე გარდაცვლილია მაღაზიაში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ორი პოლიციელი. AFP-ის ცნობებით, მძიმედ არის დაჭრილი ოთხი ადამიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები