09 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
პარიზის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა "ალ-ქაიდამ" აიღო

პარიზის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა "ალ-ქაიდამ" აიღო. 

ამასთან დაკავშირებით "ალ-ქაიდას" ერთ-ერთი ლიდერის, ჰარით ალ ნადარის, ვიდეოგანცხადება ინტერნეტით გავრცელდა, რომელზე დაყრდნობითაც დასავლური მედია დღეს აქტიურად წერს.   

"სქაი ნიუსის" ინფორმაციით, "ალ ქაიდა" საფრანგეთს ახალი ტერაქტებით ემუქრება.  

"თქვენთვისვე უმჯობესია, მუსლიმთა წინააღმდეგ აგრესია შეწყვიტოთ, რათა უსაფრთხოდ იცხოვროთ," - აცხადებს "ალ ქაიდას" ერთ-ერთი ლიდერი, ჰარით ალ ნადარი, ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში. 

ჰარით ალ ნადარი ასევე აცხადებს, რომ "ისინი, ვინც მუსლიმთა წინააღმდეგ იბრძვიან, უსაფრთხოდ ვერ იქნებიან, ვიდრე ალაჰს, მის წარგზავნილებსა და მორწმუნეებს ებრძვიან".

რამდენიმე საათის წინ ფრანგულნა არხმა BFMTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ძმებ კოაშებს "ალ -ქაედა" აფინანსებდა. ამ ინფორმაციის თანახმად,  დამარტენ-ან-გოელში ჩატარებულ სპეცოპერაციამდე, სადაც თვდამსხმელებს მძევლები ჰყავდათ აყვანილი, ტელეკომპანიის ჟურნალისტი ტელეფონით ესაუბრა ერთ-ერთ თავდამსხმელს, შერიფ კუაშს. მან კი საუბრისას განაცხადა, რომ მას "ალ ქაიდა" აფინანსებდა. 

 

თუმცა, ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ აშშ-ის დაზვერვის და ანტიტერორისტული სამსახურის ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ ჯერ ადრეა, დავასკვნათ, ვინ არის ამ ტერაქტებზე პასუხისმგებელიო.    

 

 

დღის ამბები