09 ოქტომბერი 2024,   14:16
ვრცლად
საფრანგეთის პოლიცია ტერაქტის მონაწილე ქალს ეძებს

საფრანგეთის პოლიცია კვლავ მობილიზებულია. სამართალდამცველები საზარელ ტერაქტებში თანამონაწილეს ეძებენ. 26 წლის ჰაიატ ბუმედიენის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. გავრცელებული ცნობით, ის არც სპეცოპერაციის დროს დაღუპულთა და არც დაშავებულთა შორის არის, ამიტომ გამოძიება ვარაუდობს, რომ ქალმა მიმალვა შეძლო.

პოლიციის ვერსიითვე, ბუმედიენი ორი დღის წინ, მონრუჟში სამართალდამცველებზე მომხდარ თავდასხმაშიც მონაწილეობდა. ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს ელისეს სასახლეში მორიგი საგანგებო შეხვედრა გაიმართა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ტერორისტული საფრთხის მაქსიმალური დონე საფრანგეთში მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.

"ჯერ კიდევ საფრთხის წინაშე ვდგავართ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების გეგმა მომდევნო კვირების განმავლობაში კიდევ უფრო გავაძლიეროთ. უსაფრთხოების სამსახური 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, ვინარჩუნებთ მობილიზაციასაც იმისთვის, რომ გარკვეული ინსტიტუტებისა და რელიგიური მნიშვნელობის ადგილების უკეთ დაცვა შევძლოთ." – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა.

დღის ამბები